ოქროს და ვერცხლის ფასი მსოფლიო ბაზრებზე ახალ რეკორდებს ამყარებს. თბილისის დროით 14:00 საათისთვის ერთი უნცია ოქრო 4 198 დოლარს შეადგენს, რაც ერთთვიან ჭრილში 12.43%-ით გაძვირებული მაჩვენებელია. ამასთან, ამ დროისთვის 52.66 დოლარად ივაჭრება ერთი უნცია ვერცხლი, ეს კი ერთთვიან პერიოდში 21.92%-ით გაზრდილი ფასია.
ძვირფასი ლითონი ძვირდება საქართველოშიც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფასები 4%-ზე მეტადაა მომატებული. უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, ოქროს ბირჟაზე 1 გრამი 999 სინჯის ოქროს გასაყიდი ფასი 370 ლარის ფარგლებში მერყეობს, (ერთი კვირის წინ - 357.44 ლარი ღირდა); 750-სინჯიანი ოქროს ღირებულება 277.84 ლარია (ერთი კვირის წინ - 268.11 ლარი ); ხოლო 585 სინჯის ოქროს 216.71 ლარად იყიდი (ერთი კვირის წინ - 209.12 ლარი).
გაძვირებულია ვერცხლიც. თუ ერთი კვირის წინ 925 სინჯის ერთი გრამი ვერცხლი 4.11 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 4.72 ლარია, 800 სინჯის ოქრო კი 3.55 ლარიდან 3.77 ლარამდეა გაძვირებული.