27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში, მეწყრული, ღვარცოფული, წყალმოვარდნითი და ეროზიული პროცესების გააქტიურება და ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია.

სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზები, ხიდები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი. დაიტბორა მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებით და ჰიდროლოგებით დაკომპლექტებულმა საველე ჯგუფებმა, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ადგილზე შექმნილი ვითარება მყისიერად შეაფასეს.

სააგენტოს სპეციალისტებმა ყველა საფრთხის შემცველი უბანი შეისწავლეს, ასევე, განსაზღვრეს მოსალოდნელი რისკები და ადგილზე გასცეს რეკომენდაციები აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს