ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანიამ, Blue Origin-მა ოფიციალურად წარადგინა გეგმა, რომელიც ორბიტალური გამოთვლითი სიმძლავრეების ბაზარზე კომპანიის სრულად შესვლას ისახავს მიზნად.

როგორც ცნობილია, Blue Origin-მა მარეგულირებელ ორგანოებში შეიტანა განაცხადი გიგანტური თანამგზავრული თანავარსკვლავედის შესაქმნელად, რომელიც 51,600-მდე სატელიტს მოიცავს.

საინტერესოა, რომ Blue Origin-ის ხედვა სცილდება უბრალო ინტერნეტ-კავშირს, რადგან კომპანია გეგმავს კოსმოსური ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა შექმნას, სადაც მონაცემთა დამუშავება მოხდება უშუალოდ ორბიტაზე, ანუ საქმე გვექნება კოსმოსურ გამოთვლებთან.

წესით, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს დაყოვნებას კოსმოსური მისიებისთვის და დედამიწაზე არსებული სენსორებისთვის, რადგან ინფორმაციას აღარ დასჭირდება დედამიწაზე ჩამოსვლა, ტრანსპორტირება, დამუშავება და უკან დაბრუნება.

ამასთან, პროექტის მთავარი უპირატესობა მზის ენერგიის ამოუწურავი რესურსი და კოსმოსური ვაკუუმის გამოყენებაა სერვერების გაგრილებისთვის, რაც დედამიწაზე არსებულ DATA-ცენტრების უმთავრესი ხარჯია.

ანალიტიკოსების განმარტებით, თანამგზავრების ქსელი კომპანიას საშუალებას მისცემს, დედამიწის ყოველი წერტილი დაფაროს და შექმნას უწყვეტი, მაღალი გამტარობის მქონე მონაცემთა მაგისტრალი. თანაც, ეს ინიციატივა განსაკუთრებით მიმზიდველია თავდაცვის ინდუსტრიისა და მსხვილი ტექნოლოგიური კორპორაციებისთვის, რომლებსაც მონაცემთა უსაფრთხო შენახვისა და სწრაფი ანალიზის საჭიროება აქვთ, მათ შორის Blue Origin-ის უმსხვილესი მომხმარებელი, წესით, ჯეფ ბეზოსის AWS იქნება.

bm.ge