Huawei-მ ინდუსტრიის პირველი სამ ეკრანიანი სმარტფონი წარადგინა. პრეზენტაცია კუალა-ლუმპურში გაიმართა.
Huawei-ის ახალი, სამ ეკრანიანი მობილური Mate XT, რომელიც კომპანიამ 5 თვის წინ დააანონსა, €3499 ეღირება.
მოწყობილობა სამი მინი-პანელისგან შედგება და, რეალურად, ორჯერ იკეცება. კომპანიის განცხადებით, Mate XT ბაზარზე არსებულ კეცვად მოწყობილობებს შორის ყველაზე თხელია, სრულად გაშლილ მდგომარეობაში Apple-ის iPad-ს ემსგავსება.
შეგახსენებთ, სანქციების გამო Huawei-ს დასავლურ ჩიპებსა და Google-ის სერვისებზე წვდომა არ აქვს. ამის ფონზე Mate XT-ის გამოშვება ნამდვილ "გამარჯვებად" ფასდება, თუმცა, ექსპერტების პროგნოზით, ახალი სმარტფონის ფასი, გამძლეობა და საოპერაციო სისტემა მოწყობილობის წარმატებას შეაფერხებს.