Google-მა ახალი ფუნქციის მასიური გაშვების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, ახალი ფუნქცია მომხმარებელს გაუადვილებს ფოტოების, ვიდეოების და სხვა კონტენტის გაზიარებას Android-ტელეფონებსა და Windows-კომპიუტერებს შორის.
Nearby Share ფუნქცია Android-ში მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, თუმცა, ბოლო დრომდე მისი გამოყენება მხოლოდ ტელეფონებს შორის იყო შესაძლებელი.
Google-ის ახალი ფუნქცია, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაიტანონ ფაილები მოწყობილობებს შორის ლოკალური უკაბელო კავშირის საშუალებით, რაც გამორიცხავს ინტერნეტ კავშირის აუცილებლობას.
Nearby Share, Android-სა და Windows-ს შორის ბეტა რეჟიმში 2023 წლის მარტიდან გაეშვა და აპლიკაციას უკვე 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი მოიხმარს.