Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა თითქმის 3 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა, კომპანიის მიერ მართული სოციალური ქსელების ერთსაათიანი გლობალური გათიშვის გამო.

India Today-ის ინფორმაციით, ცუკერბერგის ქონება 2,79 მილიარდი დოლარით შემცირდა Facebook-ისა და Instagram-ის გლობალური გათიშვის შემდეგ, და ამჯერად მისი ქონება 176 მილიარდ დოლარია.

მიუხედავად მნიშვნელოვანი ზარალისა, მილიარდერი ინარჩუნებს თავის პოზიციას, როგორც მსოფლიოში მეოთხე უმდიდრესი ადამიანი Bloomberg Billionaires Index-ში.

გათიშვამ გამოიწვია Meta-ს აქციების 1.6%-იანი ვარდნა.

Facebook-ის, Instagram-ისა და Threads-ის მომხმარებლებს,  სირთულეები პლატფორმებზე ანგარიშებზე წვდომისას სამშაბათს, შეექმნათ.