ევროპულმა კოსმოსურმა გიგანტმა Airbus-მა კოსმოსური საცხოვრებლის ახალი კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც უფრო ფართო და კომფორტული იქნება, ვიდრე არსებული კოსმოსური სადგურები. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ვებგვერდზე განაცხადა.
მრავალმიზნობრივ ორბიტალურ მოდულს, სახელად LOOP-ს, სამი გემბანი აქვს, რომლებიც დაკავშირებულია გვირაბით და გარშემორტყმულია ინტეგრირებული სათბურით. ორბიტალური კორპუსი განკუთვნილია ოთხკაციანი ეკიპაჟისთვის, მაგრამ შეიძლება ადაპტირებული იყოს რვა ასტრონავტისთვის, ნათქვამია Airbus-ის განცხადებაში.
LOOP-ს აქვს რვა მეტრის სიგანე და შეიძლება მოერგოს მომავალი თაობის სუპერ მძიმე გამშვები მანქანების ფეირინგს, როგორიცაა SpaceX-ის Starship და შესაძლებელი იქნება იქ ცხოვრება, როგორც კი LOOP-ი ორბიტას მიაღწევს.
თავის ძირითად კონფიგურაციაში, LOOP-ს აქვს საცხოვრებელი და სამეცნიერო გემბანი და ხელოვნური გრავიტაციის ცენტრიფუგა, სადაც ბინადრებს შეუძლიათ შვება იგრძნონ უწონადობის პირობებში.
კონცეფცია კოსმოსური საცხოვრებელი, რომელიც Airbus-ის თქმით, უფრო მეტ შიდა სივრცეს სთავაზობს თავის მცხოვრებლებს, ვიდრე არსებული კოსმოსური სადგურები, შეიძლება მზად იყოს ფრენისთვის 2030-იანი წლების დასაწყისში.