ილონ მასკმა, 2022 წლის მარტში მიცემული დაპირება შეასრულა და სოციალური ქსელის Twitter-ის ლოგო შეცვალა. ცისფერი ჩიტი 2013 წელს შექმნილი კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ძაღლით ჩაანაცვლეს, რის შემდეგაც, Bloomberg-ის ცნობით, Dogecoin-ის აქციების ფასი. 3 აპრილს, 30%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ Twitter-ის ლოგო მას შემდეგ შეიცვალა, რაც ილონ მასკმა აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მას Dogecoin-ის პირამიდულ სქემასთან დაკავშირებით 258 მლრდ დოლარის გადახდა დაეკისრა.
მასკმა 4 აპრილს Twitter-ზე მემი ატვირთა, სადაც ძაღლი პოლიციელს პასპორტს უჩვენებს და ეუბნება, რომ „ცისფერი ჩიტი“ მისი ძველი ფოტოა.
კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ლოგოს პროტოტიპს კაბოსუ ჰქვია. ის მაშველი ძაღლი იყო და დღემდე პატრონთან აცუკო სატოსთან ერთად იაპონიაში ცხვრობს. ძაღლი პოპულარული მას შემდეგფ გახდა, რაც პატრონმა მისი ფოტოები საკუთარ ბლოგზე ატვირთა.