Forbes რეალური დროის რეიტინგის მონაცემებით, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება მხოლოდ ერთ დღეში 11.4 მილიარდი დოლარით შემცირდა. მილიარდერი უმდიდრეს ადამიანთა შორის კაპიტალის შემცირებით ლიდერი გახდა ბოლო 24 საათის განმავლობაში, მაგრამ ამავდროულად ის მაინც ინარჩუნებს რეიტინგში მეორე ადგილს. მასკის ქონება ახლა $173,6 მილიარდია.

 

მილიარდერის ქონებაზე გავლენა იქონია Tesla-ს აქციების კლებამ - ისინი თითქმის 10%-ით შემცირდა ინვესტორების იმედგაცრუების გამო. კომპანიამ გამოაქვეყნა რეკორდულად დაბალი კვარტალური მოგება 2,5 მილიარდი აშშ დოლარი (წლიურად 24%-ით ნაკლები), რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო ორი წლის განმავლობაში.

განწყობაზე გავლენა მოახდინა მასკის განცხადებებმა ინვესტორებთან საუბრისას. Tesla-ს დამფუძნებელმა მიანიშნა, რომ კომპანია გააგრძელებს ელექტრომობილების ფასის შემცირების პოლიტიკას ბაზრის წილის მოსაპოვებლად.

 

იმავე დღეს Space X-ის სუპერ მძლავრი რაკეტა Starship, რომლის გამოყენებაც მომავალში მთვარეზე და მარსზე ფრენისთვის იგეგმება, გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. ეს იყო კოსმოსური ხომალდის პირველი საცდელი ფრენა სრული დატვირთვით, მაგრამ ბორტზე ეკიპაჟის გარეშე.