საერთაშორისო კოსმოსური სადგური მუშაობას ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ NASA და მისი პარტნიორები სადგურს 2030 წლამდე შეინარჩუნებენ, უკვე არსებობს გეგმები ალტერნატივის შესახებ.

ევროპული აეროკოსმოსური გიგანტი Airbus კი ისეთი კოსმოსურ სადგურის აშენებას გეგმავს, რომელსაც ხელოვნური გრავიტაცია ექნება. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოში, კომპანიამ დეტალურად აღწერა საკუთარი მრავალფუნქციური ორბიტულ მოდული (MPOP), სახელად Airbus LOOP-ს. ეს მოდულური  სამ ძარას, ცენტრიფუგას და ოთხი ასტრონავტისთვის საკმარის სივრცეს მოიცავს, რაც შესაფერისია მომავალი კოსმოსური სადგურისა და მარსის ხანგრძლივი მისიებისთვის.

მოდულის დიამეტრი 8 მეტრია და დაახლოებით ამდენივეა სიგრძეშიც; მოცულობა დაახლოებით 100 კუბური მეტრია.  ცენტრიფუგა შედგება ორი წონისა და ეკიპაჟის ორი კონტეინერისგან. ამ კონტეინერებში მოთავსებულია სავარჯიშო ველოსიპედები; შექმნილია ხელოვნური გრავიტაციული გარემო, რომელშიც ერთდროულად ორ ადამიანს შეეძლება ყოფნა.

პარალელურად ჩინეთი გეგმავს, რომ კოსმოსში ლიდერი მისი სადგური Tiangong-ი გახდეს,  საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს ინდოეთიც.   კომერციული კოსმოსური სადგურების შექმნის შესახებ NASA-მ კონტრაქტები გააფორმა სამ კომპანიასთან - Orbital Reef-ი, Axiom Space Station (AxS) და Starlab-ი.