16 სექტემბრის ღამეს, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა (ССО) რუსეთში, სარატოვის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა.

ССО-ს განცხადების თანახმად, იერიშის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

სარატოვის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა ბენზინს, დიზელს, მაზუთსა და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს.

2024 წელს ქარხნის გადამუშავების მოცულობამ 4.8 მილიონი ტონა შეადგინა.