მსოფლიოს უმსხვილესი სამთო–მომპოვებელი კომპანია, BHP, ნოემბერში შეწყვეტს მუშაობას ავსტრალიაში, Saraji South–ის ქვანახშირის მაღაროში, რომელიც Saraji Mine Complex–ის კომპლექსის ნაწილია. მაღაროს დახურვა დაახლოებით 750 თანამშრომლის გათავისუფლებას გამოიწვევს.
BHP ქვანახშირის კომპლექსს იაპონურ Mitsubishi-სთან ერთად მართავს BHP Mitsubishi Alliance (BMA) ერთობლივი საწარმოს მეშვეობით, რომელიც ავსტრალიის უმსხვილესი კოქსის ქვანახშირის ექსპორტიორია.
BHP-მ განაცხადა, რომ კომპანია იძულებული გახდა ეს ზომა მიეღო ავსტრალიის შტატ ქუინსლენდში არახელსაყრელი საბაზრო პირობებისა და ზედმეტად მაღალი გადასახადების გამო.