თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია იმართება.
,,შენ პოლიტიკურო ჯიბის ქურდო“, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა ოზგურ ოზელმა მრავალათასიან აქციაზე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
საპროტესტო აქცია ქვეყნის დედაქალაქში გაიმართა 14 სექტემბერს. პროტესტი წინ უძღოდა სასამართლოს, რომელიც დღეს, 15 სექტემბერს, იმართება.
სასამართლო განიხილავს ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის კანონიერად არჩევის საკითხს ამ პარტიის თავმჯდომარე ოზგურ ოზელია, რომელმაც აქციის მონაწილეებს მიმართა და თქვა, რომ „ერთადერთი, რისი ნდობაც ერდოღანს შეუძლია, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ სასამართლოს დერეფნები.
თურქეთის ხელისუფლებამ წელს უკვე დააპატიმრა ექრემ იმამოღლუ. ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, რომელიც იყო სტამბოლის მერი და ოპოზიციური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი