მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს მუტაციას. საუბარია იმ გავრცელებულ მუტაციაზე, რომელიც მიტოქონდრიულ დნმ-ს აზიანებს.
მიტოქონდრია უჯრედების ენერგიის წყაროა. ის სხეულში მიმდინარე ყველა პროცესისთვის საჭირო ენერგიას უზრუნველყოფს.
„მუტაციებს სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ და მათ წინააღმდეგ წამლები არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს მიგნება ნამდვილი გარღვევაა [მედიცინაში]“, - განაცხადა იტალიელმა მეცნიერმა კარლო ვისკომიმ.
აღმოჩენილი მოლეკულის წყალობით მეცნიერები ახალი პრეპარატის შექმნაზე მუშაობენ. კლინიკურ კვლევას Pretzel Therapeutics-ი უკვე ადამიანებზე ატარებს. იმ შემთხვევაში თუ კვლევა წარმატებით დასრულდება, მეცნიერებს მძიმე გენეტიკურ დაავადებების ნაწილთან ბრძოლა შეეძლებათ, რაც ამ დროისთვის უბრალოდ შეუძლებელია. საუბარია იმ გენეტიკურ დაავადებებზე, რომლებიც POLG გენის მუტაციით არის გამოწვეული. მსგავს დაავადებას მსოფლიოში 10 000-დან ერთ ადამიანს უდგენენ.
მეცნიერების თქმით, ისინი გაოცებულნი დარჩნენ იმით, თუ როგორ შეეძლო ასეთ პატარა მოლეკულას POLG-ის მუტანტური ფორმების სტაბილიზება და ასევე ჯანმრთელი ცილების აქტივობის შეცვლა.
აღმოაჩინილია მოლეკულა, რომელსაც იშვიათ, გენეტიკურ დაავადებებთან ბრძოლა შეუძლია
ირაკლი კობახიძემ, ფინეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ პანელზე, საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა
ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანი - საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს” და მის შედეგებს არ ვაღიარებთ
პაპუაშვილი ბრიუსელში - „იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან“
ევროსაბჭო პოლიტიკური განცხადებების და ფინანსური აუდიტის პასუხად - „ბახმაროში სემინარი ჩატარდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც მთავრობასთან კონსულტაციებით მომზადდა“