დასაქმების პლატფორმა „აირიშ ჯობსის“ ახალი კვლევის თანახმად, ირლანდიაში 10-დან თითქმის 8 დამსაქმებელი, თანამშრომელთა რეკრუტირების პროცესში, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს იყენებს.

გამოკითხვის თანახმად, თანამშრომელთა აყვანის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ბოლო 12 თვის განმავლობაში, 50 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვაკანსიების შესახებ სარეკლამო განცხადებების შედგენა/დაწერა და გამოქვეყნება არის მთავარი მიმართულება, რომელშიც ბიზნესი ხელოვნურ ინტელექტის შესაძლებლობებს იყენებს.

გამოყენების სიხშირით მეორე ადგილზეა სამუშაო განაცხადებისა და CV-ების განხილვა.

მას მოსდევს შესათავაზებელი კონტრაქტის პირობების მომზადება და კლიენტისთვის მისი გაცნობა/გაგზავნა.

დამსაქმებელთა 13%-მა განაცხადა, რომ, ინტერვიუების ჩასატარებლად, ისინი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას იყენებენ.

კვლევამ აჩვენა, რომ ვინაიდან დასაქმების პროცესი ძალიან ბევრ ეტაპს მოიცავს, სამუშაოს მაძიებელთა 23%-ის ამ პროცესს მის დასრულებამდე ტოვებს.

საერთო ჯამში, 4-დან 1-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი, რომლებმაც ვაკანსიაზე გააკეთეს განაცხადი, დასაქმების პროცესს ბოლომდე არ მიჰყვა.

„აირიშ ჯობსის“ მიერ დასაქმების ეფექტიანობის საკითხზე ჩატარებული კვლევისას, ირლანდიაში 475 რეკრუტერისა და 824 სამსახურის მაძიებლის მოსაზრებები შეგროვდა.

კვლევაში ასევე მონაწილეობდნენ რეკრუტერები გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ირლანდიელი რეკრუტერები, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით, კადრების საკითხების საერთაშორისო პროფესიონალების მსგავს ტრაექტორიას მიჰყვებიან.

„რეკრუტირების პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლის სწრაფ ზრდასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებლებმა დანერგონ ხელოვნური ინტელექტის მკაფიო პოლიტიკა, ტექნოლოგიის ეთიკური გამოყენების უზრუნველსაყოფად, ასევე დანერგონ უნარების განვითარების პროგრამები, რომლებიც მომავალ თანამშრომლებს საჭირო შესაძლებლობებით აღჭურავს,“ - აცხადებს The Stepstone Group Ireland-ის დირექტორი, კრისტოფერ პეი, რომელიც „აირიშ ჯობსის“ ზემოთ აღნიშნულ კვლევაზეა პასუხისმგებელი.

წყარო: 1 არხი