ზესტაფონში, მდინარე ძუსაში, მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. 

გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 17 ივლისს სამწვერას ჩანჩქერთან გაუჩინარებული თორნიკე მესხია. დაზუსტებული ინფორმაცია ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. 

თორნიკე მესხიას მაშველები და მყვინთავები მას სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.