არა­ფე­რი გრძელ­დე­ბა სა­მუ­და­მოდ — ჩვე­ნი სამ­ყა­როც კი. ერთ-ერთი ასე­თი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნი­შა­ნი და­ბა­დე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბაა.

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მეც­ნი­ე­რო კონ­სენ­სუ­სის თა­ნახ­მად, სამ­ყა­როს ასა­კი და­ახ­ლო­ე­ბით 13,8 მი­ლი­არ­დი წე­ლია. პირ­ვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი დიდი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და.გა­სულ წელს ჯე­იმს ვე­ბის კოს­მო­სურ­მა ტე­ლეს­კოპ­მა ჩვენს გა­ლაქ­ტი­კა­ში სამი ვარ­სკვლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, 13 მი­ლი­არდ წელ­ზე უფ­რო­სია.

ვარ­სკვლა­ვი კოს­მო­სუ­რი მტვრი­სა და გა­ზის უზარ­მა­ზარ ღრუბ­ლებ­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა, რაც ას­ტრო­ნო­მი­ა­ში ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. გრა­ვი­ტა­ცი­ის გავ­ლე­ნით, გა­ზის გრო­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს იზი­დავს, თან­და­თან თბე­ბა და ახ­ლად­ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ვარ­სკვლა­ვად — პრო­ტო­ვარ­სკვლა­ვად — გარ­და­იქ­მნე­ბა. რო­დე­საც ვარ­სკვლა­ვის ბირ­თვი მი­ლი­ონ გრა­დუ­სამ­დე თბე­ბა, მისი წყალ­ბა­დის ატო­მე­ბი კო­ლაფ­სირ­დე­ბა და ჰე­ლი­უმს წარ­მოქ­მნის. ამ პრო­ცესს ბირ­თვუ­ლი სინ­თე­ზი ეწო­დე­ბა.

ას­ტრო­ნო­მე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მთა­ვა­რი მიმ­დევ­რო­ბის ვარ­სკვლა­ვე­ბი, მათ შო­რის მზე, სამ­ყა­როს ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვის და­ახ­ლო­ე­ბით 90%-ს შე­ად­გე­ნენ. მზის მსგავ­სი და­ბა­ლი მა­სის ვარ­სკვლა­ვე­ბი მი­ლი­არ­დო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თან­და­თან ქრე­ბა. თუმ­ცა, უფრო მა­სი­ურ ვარ­სკვლა­ვებს, რო­მელ­თა მასა მზის მა­სა­ზე სულ მცი­რე რვა­ჯერ მე­ტია, გა­ცი­ლე­ბით დრა­მა­ტუ­ლი და­სას­რუ­ლი აქვთ: ისი­ნი ფეთ­ქდე­ბი­ან - ამ მოვ­ლე­ნას კი სუ­პერ­ნო­ვა ეწო­დე­ბა.

სამ­ყა­როს ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი სქე­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვარ­სკვლავ­თწარ­მოქ­მნის პიკი და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­არ­დი წლის წინ მოხ­და, პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც „კოს­მი­უ­რი შუ­ა­დღე“.

"გა­ლაქ­ტი­კე­ბი გაზს ვარ­სკვლა­ვე­ბად გარ­დაქ­მნი­ან, თუმ­ცა ამას სულ უფრო ნელი ტემ­პით აკე­თე­ბენ“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი დუ­გ­ლას სკო­ტი.

მან და მკვლე­ვარ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ­მა ერ­თდრო­უ­ლად 2.6 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­ლაქ­ტი­კის შეს­წავ­ლა მო­ა­ხერ­ხეს. პრო­ფე­სორ სკო­ტის თქმით, გუნ­დმა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ გა­ლაქ­ტი­კე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა თან­და­თან მცირ­დე­ბო­და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

„ვარ­სკვლავ­თწარ­მოქ­მნის პიკი უკვე დიდი ხა­ნია გა­ვი­ა­რეთ... ყო­ვე­ლი ახა­ლი თა­ო­ბა სულ უფრო და უფრო ნაკ­ლებ ვარ­სკვლავს წარ­მოქ­მნის“, - ამ­ბობს ის.

წყა­რო:

www.ambebi.ge