რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა პროტესტის 290-ე დღესაც გადაკეტეს.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა პროტესტის 290-ე დღესაც გადაკეტეს.
მანდამდე სლოგანით - „არა რუსულ რეჟიმს! დაიცავი უვიზოს", აქციის მონაწილეები თსუ-თან შეიკრიბნენ და პარლამენტამდე მსვლელობით მივიდნენ.
მსვლელობის დროს ისინი "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეჩერდნენ, შემდეგ კი თავისუფლების მოედანს წრე დაარტყეს და მსვლელობა პარლამენტის წინ დაასრულეს.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, წევრები და მოქალაქეები.
ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.