მოწევასთან დაკავშირებულ ზიანთან გამკლავების პროცესში, სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება თამბაქოს უკვამლო ალტერნატივების მნიშვნელობა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოფილი ექსპერტები, პროფესორი რობერტ ბიგლიჰოლი და პროფესორი რუთ ბონიტა ღიად საუბრობენ მოწევასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების პროცესში ტრადიციული მეთოდების არაეფექტურობაზე, საკუთარ არგუმენტებს კი ისინი რიცხვებით ამყარებენ. კერძოდ, Global Burden of Disease-ის კვლევების თანახმად, 1990 წელს მსოფლიოში დაახლოებით 0.99 მილიარდი მწეველი იყო, 2019 წლისთვის კი მათი რაოდენობა 1.14 მილიარდამდე გაიზარდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით კი, 2020 წელს მწეველთა რაოდენობა კვლავ 0.99 მილიარდს დაუბრუნდა - რაც ნიშნავს იმას, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მწეველთა რაოდენობა მსოფლიოში თითქმის უცვლელ დონეზე ნარჩუნდებოდა.

ექსპერტთა შეფასებით, ჯანმოს მიერ მწეველთა რაოდენობის შემცირებისთვის განხორციელებული ინიციატივები არაეფექტურია. ამიტომ, მოუწოდებენ, მოწევასთან დაკავშირებული ზიანის შესამცირებლად, გაითვალისწინოს თამბაქოს უკვამლო ალტერნატივების როლი და შეიმუშაოს ეფექტური ინიციატივები, რომლებიც დაფუძნებული იქნება სამეცნიერო მტკიცებულებებზე.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014-2020 წლებში, მაშინ როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 2%-ით შემცირდა, დიდ ბრიტანეთში 4%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. შედეგად, 2020 წლისთვის ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 14%-ზე ნაკლები იყო.

დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ახალი ზელანდიის მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს ტრადიციული სიგარეტების თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებით ჩანაცვლებას. შესაბამისად, ქვეყანაში ყოველდღიური მწეველების რაოდენობა უფრო სწრაფად მცირდებოდა, ვიდრე ავსტრალიაში, სადაც ახალი ზელანდიის მსგავსი თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა მოქმედებს, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავების გარდა - ავსტრალია კრძალავს თამბაქოს უკვამლო ალტერნატივების მოხმარებას. შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ 2021 წლისთვის ახალ ზელანდიაში ელ-სიგარეტებს ყოველდღიურად მოსახლეობის 6.2% მოიხმარდა, ავსტრალიაში კი მხოლოდ 1.1% (2019 წლის მონაცემები).

აღსანიშნავია იაპონიის გამოცდილებაც, სადაც გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების ბაზარზე გამოჩენის შედეგად ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. ჯანდაცვისა და ნუტრიციების 2019 წლის კვლევის თანახმად, მწეველთა 76%-მა, რომელიც გადავიდა გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების მოხმარებაზე, დაანება თავი ტრადიციული სიგარეტის მოწევას.

აღნიშნული ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ტრადიციული სიგარეტების თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებით ჩანაცვლებას აქვს შესაძლებლობა, თამბაქოს კონტროლის ტრადიციული მიდგომებისგან განსხვავებით, ხელი შეუწყოს მწეველთა რაოდენობის სწრაფ შემცირებას.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ტრენდის გაგრძელების შემთხვევაში,  ძალიან მალე სიგარეტების ეპოქა დასასრულს მიუახლოვდება. თუმცა, დასახული მიზნის უფრო სწრაფად მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

„მოწევასთან ბრძოლის პროცესში ჯანმომ უნდა მიიღოს თამამი გადაწყვეტილებები, თუმცა ეს ასე არ ხდება. ამის ნაცვლად, ორგანიზაცია ეყრდნობა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციას და MPOWER მიდგომებს, რომლებმაც ვერ დააჩქარეს გლობალური პროგრესი. შემცირებული ზიანის მქონე ალტერნატივების ხელშეწყობას კი აქვს პოტენციალი, დაასრულოს ტრადიციული სიგარეტების ეპოქა”, - აღნიშნავს დოქტორი კარლ ფაგესტორმი.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საჭიროა უფრო მკაცრი რეგულაციებისა და საგადასახადო ვალდებულებების დაწესება წვად თამბაქოს პროდუქტებზე, ამასთან, აუცილებელია პრევენციისა და შეწყვეტის ხელშეწყობის პროგრამების იმპლემენტაცია, და რაც მთავარია, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, შემცირებული ზიანის მქონე პროდუქტებზე დიფერენცირებული, რისკის პროპორციული საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება.

“ნათელია, რომ არსებული სტატუს-კვო მიუღებელია. უფრო თამამი გადაწყვეტილებების მიღება არის საჭირო იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ სიგარეტების ეპოქა”, - აღნიშნავს კარლ ფაგესტორმი.