პორტალი Numbeo მსოფლიოს ქვეყნების ცხოვრების ხარისხის ინდექსს აქვეყნებს. 84 ქვეყანას შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნიდერლანდებს (197.6 ქულა) აქვს. სამეულშია დანია (194.7) და შვეიცარია (193.6 ქულა).

ყველაზე დაბალი ცხოვრების ხარისხის ინდექსია - ვენესუელაში 72.6, ბანგლადეშსა (70.1 ქულა) და ნიგერიაში (38.5 ქულა).

საქართველო ამ რეიტინგში 53-ე ადგილზეა 118.6 ქულით. Numbeo-ს მიხედვით, ცხოვრების ხარისხის ინდექსით საქართველო უსწრებს აზერბაიჯანს, რუსეთსა და უკრაინას. შესაბამისად - აზერბაიჯანი 62-ზე ადგილზეა 109.6 ქულით, რუსეთი 66-ზე - 103 ქულით, უკრაინა - 59-ზე 112.5 ქულით, ხოლო თურქეთი 51-ზე 119.4 ქულით.

ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარისხის ინდექსის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

ნიდერლანდებს - 197.6 ქულა;

დანია - 194.7 ქულა;

შვეიცარია - 193.6 ქულა;

ლუქსემბურგი -192.9 ქულა;

ფინეთი -190.5 ქულა;

ისლანდია - 187.5 ქულა;

ავსტრია - 185.8 ქულა;

ომანი - 184.7 ქულა;

ავსტრალია 183.0 ქულა;

ნორვეგია - 182.7 ქულა.

ყველაზე დაბალი ცხოვრების ხარისხის ინდექსის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

ეგვიპტე - 90.8 ქულა;

ვიეტნამი - 89.3 ქულა;

ლიბანი - 88.9 ქულა;

პერუ - 81.8 ქულა;

ფილიპინები - 81.7 ქულა;

ირანი - 73.8 ქულა;

შრი-ლანკა - 72.8 ქულა;

ვენესუელა - 72.6 ქულა;

ბანგლადეში - 70.1 ქულა;

ნიგერია - 38.5 ქულა;