წერეთლის გამზირზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილზე, ორმოში მოქალაქე ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.