მაისის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555 პირია, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9 % - ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი სერვისის ამოქმედებიდან დღემდე ყველა წლის საშუალო მაჩვენებლებს აღემატება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, 2023 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 62.29 % - ით გაიზარდა, რაც ერთი მხრივ, სისტემის მიერ მოწყვლადი მოსახლეობის უკეთესი დაფარვით, ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით შეიძლება აიხსნას“, - აღნიშნავენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“.
