გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თიანეთში ნახშირის უკანონო გამოწვის 2 ფაქტი გამოავლინეს.
დაურეგისტრირებელი სანახშირეები მოქალაქეებს სოფელ ალოტის მიმდებარე ტყეში ჰქონდათ მოწყობილი.
„მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდარღვევების მიმართ ოქმები ნახშირის წარმოების რეგლამენტის დარღვევისა და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის ფაქტებზე შეადგინეს და სანახშირეების დემონტაჟი მოახდინეს.
მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, 114 უკანონო სანახშირეა გამოვლენილი.