მერიაში საკადრო ცვლილებებია. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ირაკლი თავართქილაძის ნაცვლად მარიამ კვერნაძე უხელმძღვანელებს. მარიამ კვერნაძე პროფესიით იურისტია. ის სამართლის მაგისტრი და წლებია მერიაში სხვადასხვა სამსახურებში მუშაობს.  ბოლოს წლებში კი ქონების მართვის სააგენტოში საქმიანობდა.

ირაკლი თავართქილაძე დედაქალაქის მერიაში განაგრძობს საქმიანობას. ის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში გააგრძელებს მუშაობას.