სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მომავალი 4 წელი ისევ გოგიტა თოდრაძე იქნება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დოკუმენტიდან ხდება ცნობილი.
თოდრაძე უფლებამოსილების შესრულებას მესამე ვადას 3 მაისს შეუდგება.
ცნობისთვის, კანონი რომლის მიხედვითაც აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 2 ვადით შეიძლებოდა მიმდინარე წელს შეიცვალა. პარლამენტმა 1 აპრილს შეცვალა კიდევ ერთი ნორმა, რომლის მიხედვითაც, საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს.