ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში 25 წლის მამაკაცი ბეტონის საამქროში დაიღუპა.
არსებული ცნობებით, იგი ერთ-ერთ დანადგარში მოყვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნულ საამქროში დასაქმებული იყო.
მომხდარის გამო, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.