2024 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში:
- თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები 18.0%,
- ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები 15.4%,
- ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები 14.8%,
- ნერვული სისტემის დაავადებები 13.6%,
- სასუნთქი სისტემის დაავადებები 11.4%.
ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სასუნთქი სისტემის, თვალისა და მისი დანამატების, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები.
2024 წელს შიდსით დაავადების 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 3 ერთეულით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შიდსით დაავადებულთა კუმულატიური რიცხოვნობა 10 006 ერთეულით განისაზღვრა. 2024 წელს შიდსით 131 პირი გარდაიცვალა.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 11.7 პროცენტით ნაკლები იყო. ტუბერკულოზით დაავადებული მოსახლეობის რიცხოვნობა 9.2 პროცენტით შემცირდა და 1 311 შეადგინა.