კატამ ლონდონის სასწრაფო დახმარების სადგურში ჯერ კიდევ კნუტობისას დაიდო ბინა, მას შემდეგ, რაც 16 წლის წინ, ის მაშველებმა გადაარჩინეს.

კატას გამოსახლების საფრთხე მას შემდეგ დაემუქრა, რაც სამსახურის მენეჯმენტი შეიცვალა; თუმცა, სოციალური ქსელების მეშვეობით, მალევე შეგროვდა 62 000 ხელმოწერა გამოსახლებისგან მის დასაცავად.

ახალმა მენეჯმენტმა საზოგადოების თხოვნა გაითვალისწინა და კატა კვლავ სასწრაფო დახმარების სადგურში განაგრძობს ცხოვრებას.

წყარო: რუსთავი 2