საქართველოში შესაძლოა სამედიცინო აპარატურის საწარმო აშენდეს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ „ექსპო ბათუმი 2023“-ის დირექტორმა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 

„პანდემიამ გვაჩვენა, რომ აუცილებელია, ბევრი რამ ადგილობრივი გვქონდეს ქვეყანაში. ამიტომ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ბევრი რამ დაიგეგმა. ვიცი, რომ იგეგმება, ბევრი სამედიცინო აპარატურა საქართველოშიც იწარმოებოდეს, და აქედან ექსპორტზე გავიდეს. ამაზე ვმუშაობთ როგორც ასოციაცია, შეიძლება ამაზე მოლაპარაკება შედგეს და მსგავსი ქარხანა გაიხსნას საქართველოში“, - აღნიშნა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.

Expo Med Batumi 7, 8 და 9 ივლისს ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარდა და მასში 5 ქვეყნიდან 60-მდე კომპანია მონაწილეობდა.