სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად ირაკლი მხეიძე დაინიშნა.

ირაკლი მხეიძემ ამ თანამდებობაზე ლიკა ჭუმბურიძე შეცვალა.

რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ირაკლი მხეიძე, 2022-2023 წლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, იყო ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

წლების განმავლობაში, მუშაობდა კერძო სექტორში, სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე.