2024 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 790 587-მდე გაიზარდა, რაც წლიურად 6.5%-ით მეტია. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
ყველაზე მეტი ავტომობილი გასულ წელს თბილისში დარეგისტრირდა.
რეგიონების რეიტინგი ასეთია:
- თბილისი - 721 992 ავტომობილი
- იმერეთი - 216 205 ავტომობილი
- ქვემო ქართლი - 166 629 ავტომობილი
- კახეთი - 151 801 ავტომობილი
- აჭარა - 134 340 ავტომობილი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 108 787 ავტომობილი
- შიდა ქართლი - 99 092 ავტომობილი
- სამცხე-ჯავახეთი - 67 162 ავტომობილი
- მცხეთა-მთიანეთი - 45 551 ავტომობილი
- გურია - 40 528 ავტომობილი
- უცნობია - 16 345 ავტომობილი
- აფხაზეთი - 11 839 ავტომობილი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11 316 ავტომობილი.