საქრათველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, 28-29 ივნისს ბანკისა და EFSE Entrepreneurship Academy-ს პარტნიორობის ფარგლებში გაყიდვების სფეროს თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით ვორკშოპს გამართავს. შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B-ს სივრცეში ჩატარდება და მას კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელი, ნანა აბურჯანიძე გაუძღვება.
„დამსწრე ქალბატონებთან ვისაუბრებ გაყიდვების სწორად წარმართვასთან დაკავშირებულ ისეთ თემებზე, როგოროიცაა: როგორ გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს; როგორია ბაზარი და კონკურენცია; რამდენად ესადაგება პროდუქტი თანამედროვე მიდგომებს; როგორ შევუქმნათ მოტივაცია გაყიდვების გუნდს, როგორც ვმართოთ მოლაპარაკებები და ავაწყოთ ურთიერთობა მომხმარებელთან”,- განაცხადა ნანა აბურჯანიძემ, კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელმა.
ვორკშოპზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
ვორკშოპი მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვისაა, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, შეგიძლიათ ონლაინ გახსნათ ანგარიში და საჩუქრად მიიღოთ ბიზნესპროდუქტები, რომლებიც თქვენი საქმიანობის ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. თუ ანგარიშს ონლაინ, 31 აგვისტომდე გახსნით და შეუკვეთეთ Mastercard ბიზნეს ბარათს, ანგარიშის გახსნისას 50%-იან ქეშბექს მიიღებთ. მეტი დეტალი ხელმისაწვდომია თანდართულ ბმულზე.
საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეებისთვის გაყიდვების თანამედროვე მიდგომებზე ვორკშოპს გამართავს
ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან - ირაკლი კობახიძე
არავითარი პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული - ირაკლი კობახიძე
ეფექტიანობის დეპარტამენტის 1-წლიანი მუშაობის შედეგად ჯამში დაიზოგა 101 მლნ ლარი - ირაკლი კობახიძე
ევროპარლამენტმა თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს, აღიაროს სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე - შალვა პაპუაშვილი