RankingRoyals-ი Speedtest Global Index-ზე დაყრდნობით მობილური ინტერნეტის სისწრაფის მიხედვით, ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგში პირველ ადგილზე არაბთა გაერთიანებული საამიროებია, სადაც ინტერნეტის სიჩქარე წამში 200.2 მეგაბიტია.

მეორეზეა კატარი წამში 183 მეგაბიტით, ხოლო მესამე ქუვეითი 153 მეგაბიტით.

საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით 74 ადგილზეა წამში 31.76 მეგაბიტით. საქართველო მობილური კავშირის სიჩქარით იამაიკას  და კოსოვოს შორისაა.

მეზობელი ქვეყნებიდან კი საქართველოს მობილური ინტერნეტის სიჩქარით მხოლოდ აზერბაიჯანი და თურქეთი უსწრებს.