ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ეკო-ეფექტურობის ინდექსის მაღალი მაჩვენებლები, წარმატებული გარემოსდაცვითი პოლიტიკა აქვთ, რაც მათი მოსახლეობის ცხოვრების მაღალ ხარისხზე მეტყველებს.

დაბალი მაჩვენებლები კი მიუთითებს, რომ ქვეყანა დაბინძურებას მრავალი ხაზით ებრძვის და სავარაუდოდ, მოსახლეობაში ჯანდაცვის პრობლემები არსებობს.

worldpopulationreview-მა ეკო-ეფექტურობის მხრივ, ბოლო ათი წლის დინამიკა შეაჯამა. ქვეყნებს, რომლებმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დადებითი ცვლილებები განიცადეს უკეთესი გარემოსდაცვითი მაჩვენებლები აქვთ.

თუმცა, ზოგიერთი ქვეყანა ამაზე აქტიურად მუშაობს. მაგალითად, 2024 წელს, 2014 წელთან შედარებით, მალტის ეკო-ეფექტურობის ინდექსი მკვეთრად -18.7-ით გაიზარდა.

ასევეა ესტონეთი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკო-ეფექტურობის ინდექსი 13.9 პუნქტით გაიზარდა და ახლა 75.3 აქვს.

გარემოსდაცვითი ეფექტურობის ინდექსში გაზომილი ფაქტორები

გარემოსდაცვითი ეფექტურობის ინდექსი ზომავს იმას, თუ რამდენად ასრულებს ქვეყანა თავის საქმეს კლიმატის ცვლილების შერბილების, ეკოსისტემების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფისა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნების მიმართულებით.

საერთო ქულის გამოსათვლელად, გარემოსდაცვითი ეფექტურობის ინდექსი იყენებს 58 ეფექტურობის ინდიკატორს 11 კატეგორიაში. ესენია: წვიმა, ჰაერის ხარისხი, სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილების შერბილება, სასმელი წყალი და სანიტარია, ეკოსისტემური მომსახურება, თევზჭერა, მძიმე მეტალები, ნარჩენების მართვა და წყლის რესურსები.

ყველაზე მაღალი ეკოეფექტურობის ინდექსის მქონე ქვეყნები არიან ესტონეთი, ლუქსემბურგი, გერმანია, ფინეთი და გაერთიანებული სამეფო. მათ შორის ესტონეთს ყველაზე მაღალი ეკოეფექტურობის ინდექსი (EPI) ჰქონდა - 75.3.

რეიტინგის ბოლოში არიან ყველაზე დაბალი EPI ქულების მქონე ქვეყნები. ვიეტნამი შეფასებულ 180 ქვეყანას შორის ბოლო ადგილზე იყო 24.5 ქულით.

წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომელსაც ყველაზე მაღალი EPI ქულა აქვს:

  • ესტონეთი - 75.3
  • ლუქსემბურგი - 75
  • გერმანია - 74.6
  • ფინეთი - 73.7
  • გაერთიანებული სამეფო - 72.7
  • შვედეთი - 70.5
  • ნორვეგია - 70
  • ავსტრია - 69
  • შვეიცარია - 68
  • დანია - 67.9

ყველაზე დაბალი EPI ქულის მქონე ქვეყნები არიან:

  • ვიეტნამი - 24.5
  • პაკისტანი - 25.5
  • ლაოსი - 26.1
  • მიანმარი - 26.9
  • ინდოეთი - 27.6
  • ბანგლადეში - 27.8
  • ერითრეა - 28.6
  • მადაგასკარი - 29.9
  • ერაყი - 30.4
  • ავღანეთი - 30.7

რაც შეეხება საქართველოს და მეზობელ ქვეყნებს, აქ საქართველოს გარემოს დაცვის მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. კერძოდ, 180 ქვეყანას შორის საქართველოს ინდექსი 46.9-ით განისაზღვრა, რუსეთი - 46.5; სომხეთი – 44.7; აზერბაიჯანი - 40.4 და თურქეთი - 37.6.

წყარო: worldpopulationreview.com,  bpn.ge