აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან.

სამართალდამცველებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რათა აღდგენილიყო საავტომობილი მოძრაობა. აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ტერიტორიიდან გაიყვანეს აქციის რამდენიმე მონაწილე.

ოპოზიციონერი ლიერების ნაწილი და აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი ამ დროისთვის რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.

გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში.

ადგილზე მყოფმა შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15 წუთი მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რის შემდეგაც სამართალდამცველები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ.

ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, რის შემდეგაც ამ დროისთვის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

პირველი არხი