ნაქერალას უღელტეხილზე და საჩხერე(სარეკი)- უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

„ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)- ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39- კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია.

მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.