რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციამ ყინულზე ცეკვაში მოასპარეზე დიანა დევისსა და გლებ სმოლკინს საქართველოს ნაკრებში ასპარეზობის განაცხადის გაკეთების უფლება მისცა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლოა მიმდინარე კვირაში მოხდეს.

ISU-ს წესების თანახმად, რუსმა მოციგურავეებმა ერთი წელი უნდა იცხოვრონ ახალ ქვეყანაში, რათა სპორტული მოქალაქეობა შეიცვალონ და არ უნდა იასპარეზონ რუსეთის სახელით. წყვილი დევისი და სმოლკინი 2022 წლის თებერვალში პეკინში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთს წარმოადგენდნენ, სადაც მათ მე-14 ადგილი დაიკავეს.

დიანა დევისი რუსი ფიგურული სრიალის მწვრთნელ ეთერი თუთბერიძის ქალიშვილია, რომელსაც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს აღზრდილი, მათ შორის: იულია ლიპნიცკაია, ალინა ზაგიტოვა, ანა შჩერბაკოვა და კამილა ვალიევა. ბოლო 8 წლის განმავლობაში რუსეთის პირველობაში მუდმივად ეთერ თუთბერიძის სამწვრთნელო შტაბის აღზრდილები იმარჯვებდნენ.