რას გულისხმობს პაციენტის ავტონომიურობის უფლება და არის თუ არა პაციენტი მთავარი სუბიექტი, რომ თავად  განკარგოს მის სხეულთან დაკავშირებული უფლებები ამის  შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ სამართლის დოქტორმა და პროფესორმა ირმა გელაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით ავტონომიის ფარგლებში პაციენტს თავად აქვს უფლება სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს თვითონ,  ეს ეხება იეღოვას მოწმეებსაც, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს გადაწყვეტილება ერთი შეხედვით შეიძლება იყოს ირაციონალური და პაციენტს აყენებდეს ზიანს.

„ავტონომიის მთავარი პრინციპი  სწორედ ის არის, რომ თუ პაციენტი არის ქმედითუნარიანი,  სრულწლოვანი გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარის მქონე და მისი გადაწყვეტილება სავალდებულოდ  გასათვალისწინებელი სამედიცინო  პერსონალისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს არის მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი , მათ შორის  სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი.

ქართულ სასამართლო სისტემაში იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პაციენტს მკაფიოდ ჰქონდა თავისი ნება სისხლის გადასხმის თაობაზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ იგი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ვითარებაში აღმოჩნდებოდა არ გადაესხათ მისთვის სისხლი, ეს პირი იყო იეღოვას მოწმე, თუმცა ექიმმა გადაწყვეტილება მიიღო ძირითადი პრინციპის სარგებლიანობის სასარგებლოდ, ასევე ძალიან პრინციპული იყო ისიც, რომ მისმა დამ, რომელიც ასევე  იყო  იეღოვას მოწმე ბოლო მომენტში  შეცვალა გადაწყვეტილება და ექიმს სისხლის დისთვის გადასხმის უფლება მისცა, თუმცა შემდეგ პაციენტმა მიმართა სასამართლოს სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება , მას მკაფიოდ ჰქონდა დაწერილი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მისთვის სისხლი არ გადაესხათ და ეს დოკუმენტი შედგენილი იყო  8-10 წლის წინ. პირველმა ინსტაცის სასამართლომ ნების ნამდვილობაში შეიტანა ეჭვი, რადგან ფორმულირების მიუხედავად  შეიძლება გადამსხდარიყო სადავო, უპირატესობა მიანიჭა სიცოცხლეს. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და გაიზიარა ევროპული სასამართლოს  სტანდარტი, რომელიც  ამბობს, რომ ადამიანის თავისუფლება ეს არის ღირსების გამოვლინება და როდესაც  საღ აზრზე მყოფი პირი ამბობს  უარს  სისხლის გადასხმაზე იმ შემთხვევაშიც  კი  თუ ფატალური შედეგის მომტანია და დააკისრა მორალური ზიანის  ანაზღაურება“ -  აღნიშნა ირმა გელაშვილმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანელმა მოსამართლეებმა ერთმნიშვნელოვნად  ვერ გაიზიარეს ეს საკითხი და გერმანელმა მოსამართლეებმა პირველი ინსტანციის  სასამართლოს  გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი.

რაც შეეხება ინფორმირებულ  თანხმობას, ირმა გელაშვილი აღნიშნავს, რომ გარდა იმ ინფორმაციისა  რომელიც ჩარევის მეთოდს და უკუშედეგებს უკავშირდება უნდა იყოს მითითებული განსხვავებული მკურნალობის  შესახებ ინფორმაცია ფინანსური  საკითხები და ეს ინფორმაცია უნდა  იყოს  ისეთ დროს მიწოდებული, რომ პაციენტს უნდა შეეძლოს ამ ინფორმაციის მიწოდება.

„თუ პაციენტს მიეწოდება  ინფორმაცია  წინასაოპერაციო დროს, ანუ მაშინ როდესაც  პაციენტი  ნერვიულობს  ეს ინფორმაცია  შეიძლება  ჩავთვალოთ ბათილად, იმიტომ რომ ინფორმაციის  აღქმა არ შეიძლებოდა მომხდარიყო ამ თავისებურებების გათვალისწინებული,  ექიმი უნდა  შეეცადოს რომ პაციენტისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს  სათქმელი და  აუხსნას ის  უარყოფითი შედეგები  რაც შესაძლოა, რომ ჩარევას მოჰყვეს.

როდესაც პაციენტის  თანხმობის მიუხედავად პაციენტის სასიკეთოდ  იღებს  ექიმი გადაწყვეტილებას , თუკი თანხმობის მიღება შეიძლება და ექიმი  პაციენტის  ნებას  უგულებელყოფს  იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს  პაციენტისთვის  სასარგებლოა მაინც ითვლება  დარღვევად.

რაც ეხება გადაუდებელ  შემთხვევა, თუ  შემთხვევა გადაუდებელია, მაშინ სამედიცინო დაწესებულება  გადაწყვეტილებას  იღებს პაციენტის ინტერესების შესაბამისად. არასრულწლოვანის შემთხვევაში  თუ მშობელი არის  უარზე  მაშინ სამედიცინო  დაწესებულებამ მშობლებს  ყურადღება  არ უნდა მიაქციოს და იმოქმედოს ბავშვის  ინტერესების  შესაბამისად, მაგრამ თუ ეს არ არის გადაუდებელი  მაშინ სამედიცინო  დაწესებულებამ უნდა ამიმართოს  სასამართლოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება“ -  აღნიშნა ირმა გელაშვილმა.

კითხვაზე თუ როგორია  ის  ძირითადი  მოთხოვნები, რომელიც პაციენტს  მის  უფლებების  ხელყოფის  შემთხვევაში უნდა გააჩნდეს  ირმა გელაშვილი პასუხობს, რომ პრაქტიკა სავსეა იმით  რომ  პაციენტები მოითხოვენ ზიანის  ანაზღაურებას როგორც  მატერიალური ის მორალური ზიანის  ანაზღაურებას, თუმცა  მისვე  თქმით  შეიძლება ეს  გამოიხატოს დარღვევის  აღიარებაშიც  ან  სტანდარტების  შეცვლის მოთხოვნაში.

„იმისათვის რომ ზიანის  ანაზღაურების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს უნდა გვქონდეს 4 წინა პირობა , ეს არის  ზიანი  მართლა წინააღმდეგობა, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი.“ -  აღნიშნა ირმა გელაშვილმა.