კონკურენცია იქნება ქსელებს შორის, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქსელების ნაწილი გარკვეულ პროდუქტებს მოქალაქეებს მუდმივად დაბალ ფასში შესთავაზებენ და ამას ერთჯერადი სააქციო ხასიათი არ ექნება.

„ნახეთ, რომ ყველა დიდმა ქსელმა და რაც არის, საერთო ჯამში, პროდუქტებით ვაჭრობის უმეტესი ნაწილი, თქვა, რომ გამოყვეს კონკრეტული პროდუქტების სია, რომელიც იქნება მუდმივად დაბალ ფასებში. ეს იქნება არა აქციის სახის, რომელიც ვთქვათ, კვირაში ერთხელ ყოფილიყო და მეორე დღეს არა, არამედ კონკრეტული ჩამონათვალი პროდუქტებისა, რომელზეც მუდმივად, ყოველ დღეს, მომხმარებელს ეცოდინება, რომ ნებისმიერ ქსელში რომ შევა, იმ პროდუქტზე იქნება ყველაზე დაბალი ფასი, რომელიმე მწარმოებლისა. ასე რომ აქაც, კონკურენცია იქნება ქსელებს შორის, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

www.interpressnews.ge