„ტურიზმის სექტორისთვის გადასახადები უნდა გადაიხედოს და შემცირდეს“, - ამის შესახებ კომერსანტის ეთერში საუბრისას „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სექტორს მძიმედ აწვება საშემოსავლოს, ქონებისა და დღგ-ს გადასახადი, მათი შემცირება კი სექტორისთვის მნიშვნელოვანი შვება იქნება.

„ტურიზმში, განსაკუთრებით კი სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადასახადების დაწევა. ხანდახან იმდენად დიდია გადასახადები და ბიზნეს იმდენად უჭირს, რომ ირიბად წარმოიქმნება სტიმულები შავი ხვრელების პოვნის კანონმდებლობაში, რაც შემდგომ, სამწუხაროდ, ზრდის ჩრდილოვან ეკონომიკას. სჯობს იყოს ლოიალური გადასახადები, ბიზნეს მეგობრული და ყველასთვის მისაღები.

ჩვენს სექტორში ყველაზე დიდი წნეხი აქვს საშემოსავლო გადასახადს და ქონების გადასახადს. დღგ-ს გადასახადიც დიდია ჩვენთვის. ვფიქრობ გარკვეული შეღავათები რომ დაწესდეს თუნდაც სამივე გადასახადის შემთხვევაში, ეს ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი შვება იქნებოდა“. - აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.