„პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ლანსი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და გახდა საფრანგეთის ჩემპიონი ფეხბურთში.
გატანილი გოლებით ხვიჩა კვარაცხელია (მე-19 წუთი) და იბრაჰიმ მბაიე (90+4) გამოირჩნენ.
„პარი სენ-ჟერმენმა“ 76 ქულა დააგროვა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა ტიტული.
პარიზულმა გუნდმა ზედიზედ მეხუთედ და ჯამში მეთოთხმეტედ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი.