უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ერმაკს 60 დღით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გირაოს გადახდის შესაძლებლობით.

უკრაინული მედიის ცნობით, ანტიკორუფციულმა სასამართლომ გირაოს სახით 140 მილიონი გრივნა დააწესა.

გირაოს გადახდის შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს გაათავისუფლებენ და მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ერმაკს აცნობეს, რომ ეჭვმიტანილია ფულის გათეთრების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში. აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ipn.ge