ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე 69.8 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) მიერ შედგენილ რეიტინგში წერია. კვლევა 2023 წლის მონაცემებს ასახავს.
მსოფლიოს მთავარი ღვინის ექსპორტიორების მიერ, ღვინის ექსპორტის ფასი ერთ სულ მოსახლეზე 2023 წლის მონაცემებით ასე გამოიყურება:
- ახალი ზელანდია - 253 დოლარი;
- საფრანგეთი - 188 დოლარი;
- იტალია - 142 დოლარი;
- სინგაპური - 108 დოლარი;
- პორტუგალია - 96 დოლარი;
- ლატვია - 91 დოლარი;
- ლიეტუვა - 87 დოლარი;
- ჩილე - 77 დოლარი;
- საქართველო - 69 დოლარი;
- ესპანეთი - 66 დოლარი.