გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
„მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მნიშვნელობის, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების, პლასტიკის გარემოზე ზემოქმედების, ეკოკლუბების როლისა და გარემოსდაცვით მიმართულებაში არსებული მოთხოვნადი პროფესიების შესახებ.
შეხვედრები ჩატარდა: ქარელის #1 საჯარო სკოლაში, ქარელის #2 საჯარო სკოლაში, სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში, სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლაში, დაბა აგარის საჯარო სკოლაში, სოფელ ურბნისის საჯარო სკოლაში, სოფელ რუისის #3 საჯარო სკოლაში, სოფელ რუისის #1 საჯარო სკოლაში, სოფელ რუისის #2 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N1 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N2 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N3 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N4 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N6 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N7 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N10 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლაში, სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში, სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლაში, სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლაში, კარალეთის N1 საჯარო სკოლაში, კარალეთის N2 საჯარო სკოლაში, მეღვრეკისის საჯარო სკოლაში, პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში, ტირძნისის საჯარო სკოლაში, ქიწნისის საჯარო სკოლაში, ძევერის საჯარო სკოლაში, სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში, სოფელ ვარიანის საჯარო სკოლაში, სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლაში, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში, სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლაში, სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში, სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში და სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლაში.
საინფორმაციო შეხვედრებს, საერთო ჯამში, 502 მოსწავლე დაესწრო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.