შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების ელექტრომობილების (EV) სასარგებლოდ თანდათანობითი გაუქმების ამბიციების გადახედვამ გლობალურ ავტომწარმოებლებს 2025 წელს მინიმუმ 65 მილიარდი დოლარის ზარალი მოუტანა, - წერს The Financial Times.

ეს დანაკარგები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, - აღნიშნავს გამოცემა.

აშშ-ში პოლიტიკის კარდინალურმა ცვლილებამ, სადაც ელექტრომობილების მყიდველებისთვის სტიმულები გაუქმდა და იგეგმება ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირების გეგმების გადახედვა, მწარმოებლები იძულებული გახადა გადაეხედათ თავიანთი სტრატეგიებისა და საინვესტიციო გეგმებისთვის, ხოლო ვაშინგტონის პოზიციის ცვლილებისგან ყველაზე მეტად ის კომპანიები დაზარალდნენ, რომლებიც ელექტრომობილებზე გადასვლის კუთხით სხვებზე წინ წავიდნენ.

ვრცლად interfax - ზე