სამშაბათს დღისით, ნავთობის ფასები იზრდება: Brent-ის მარკის ნავთობმა სესიის დასაწყისში დაფიქსირებული დანაკარგები აღადგინა, ხოლო WTI, რომელიც ორშაბათს აშშ-ში არდადეგების გამო არ ივაჭრებოდა, სტაბილურად აგრძელებს ზრდას.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის აპრილის ფიუჩერსები 0.26 დოლარით (0.38%-ით) გაიზარდა და ბარელზე 68.91 დოლარი შეადგინა.
NYMEX-ის ბირჟაზე მარტის WTI-ის ფიუჩერსები პარასკევის დახურვის დონესთან შედარებით 1.12 დოლარით (1.81%-ით) გაიზარდა და ბარელზე 64.04 დოლარი შეადგინა.