ინტერნეტის შეფერხებების ფონზე მოსკოვში რაციებზე, ფიქსირებულ ტელეფონებზე, პეიჯერებსა და ქაღალდის რუკებზე მოთხოვნა გაიზარდა. დასკვნა Google Trends-ის მონაცემებს ეფუძნება.
გამოცემა წერს, რომ მოსკოველების მხრიდან ამ პროდუქტებზე საძიებო მოთხოვნებმა პიკს 10 მარტს მიაღწია.
ტელეკომპანია "დოჟდის" თანახმად, ამ ტრენდს ადასტურებს ონლაინ ბაზრობის, Wildberries-ის მონაცემებიც. 6-დან 10 მარტამდე პერიოდში, თებერვლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაციების გაყიდვები 27%-ით გაიზარდა, პერსონალთან და კლიენტებთან კომუნიკაციისთვის განკუთვნილი პეიჯერების — 73%-ით, ხოლო ფიქსირებული ტელეფონების — 25%-ით.