კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს ცრუ ჩვენების მიცემისთვის 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიაშვილმა მას სასჯელის უმაღლესი ზომა დააკისრა. ინასარიძის ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ დაკვეთა შეასრულა და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.