კომუნიკაციების კომისიის მიერ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონშიმაგთიკომიდამატებით ცალკე მდგომი ლოტების გამარჯვებული გახდა. კერძოდ, კომპანიამ 15 წლის ვადით მოიპოვა 2600 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზიები. აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში გამოტანილი ლოტების საფასურმა სულ 23 097 816 ლარი შეადგინა, რომლის 30% „მაგთიკომმასახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადაიხადა, ხოლო დარჩენილი 70% ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. 

5G აუქციონზემაგთიკომიასევე ერთი კომბინირებული ლოტის და ცალკე მდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, 700, 800და 3410-3710 სიხშირული დიაპაზონებით სარგებლობის ლიცენზიები მიენიჭა. ჯამურად, „მაგთიკომისმიერ ყველა შეძენილი სიხშირის ღირებულება 149 025 808 ლარს შეადგენს. სიხშირეების მოპოვებასთან ერთად, ოპერატორს დაევალა მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5Gქსელების აგებისას, კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საგულისხმოა, რომ მეორედ გამოცხადებულ აუქციონზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების სავალდებულო მოთხოვნა არარსებობდა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ლოტს MVNO-ს ვალდებულებით აირჩევდა, საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებდა. „მაგთიკომმალოტები MVNO-ს სავალდებულო დაშვების გარეშე შეიძინა

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდსელფი მობაილმამიიღო, რომლის ფარგლებშიც MVNO-ს დაშვების ვალდებულებასთან ერთად მოიპოვა ლიცენზია მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად. დღეისთვის, „სელფი მობაილს“ 5G ზუგდიდში, ბაკურიანში,გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და  კვარიათში უკვე დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავ აქტიურად აგრძელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.

5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად  გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარესშეამცირებს დაყოვნებას  და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.კომუნიკაციების კომისიისთვის კი, როგორც ტელეკომ სექტორის ზედამხედველისთვის, აღნიშნულ საკითხებში მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა ერთ-ერთი პრიორიტეტია.