ევროპაში პირველი ნაბეჭდი წიგნი, ცნობილი გუტენბერგის ბიბლია, უკვე ციფრული ფორმატით არის ხელმისაწვდომი Gutenberg Capture ვებსაიტზე – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

მაინცის გუტენბერგის მუზეუმის ხაზინაში განთავსებული მე-15 საუკუნის ორი ტომი მთლიანად გაციფრულდა: ორი ათასი გვერდის სკანირების პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდა.

გუტენბერგის ბიბლიამ სათავე დაუდო ევროპაში წიგნის ბეჭდვის დაწყებას.